დათო ხუჯაძე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს
26 თებერვალს მომღერალი დათო ხუჯაძე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ დავით ფორჩხიძე და ჯგუფი „GOOFY-LAND“. შეგროვილი თანხა ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას მოხმარდება. კონცერტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.