ნიკოლოზ რაჭველი და ნინო ქათამაძე ფონდ „იავნანასთან ერთად საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ

ნიკოლოზ რაჭველი და ნინო ქათამაძე მეგობრებთან ერთად 3 მარტს საქველმქომედო კონცერტს გამართავენ. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა მოხუცებულთა თავშესაფარში მოხვედრილ ბენეფიციარებს მოხმარდებათ.
„3 მარტს ნინო ქათამაძისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი, რომელსაც „იავნანას“ ერთგული მეგობრებიც შეუერთდებიან, დიდი დღესასწაული იქნება. მუსიკისა და ადამიანური სითბოს დღესასწაულის შექმნა მხოლოდ „ნამდვილებს“ შეუძლიათ. დიდი მადლობა ნინოს, ნიკას და ყველა ჩვენს მეგობარს, რომ ისინი 3 მარტს ჩვენთან ერთად იქნებიან და დავეხმარებით იმ „დამსახურებულ“ დედებს, ვინც ბედმა მოხუცთა თავშესაფარში მოახვედრა.“
ყოველ 3 მარტს ფონდი „იავნანა“ საზოგადოებას სოციალურად დაუცველი და მზუნველობამოკლებული ბავშვების დახმარებას სთხოვს, მაგრამ წელს, დედის დღეს გადავწყვიტეთ მარათონი მივუძღვნათ ოჯახური სითბოს გარეშე დარჩენილ დედებს. მათი ისტორიები ერთმანეთს არ ჰგავს, თუმცა აქვთ საერთო – ბედმა ისინი ერთმანეთს მოხუცთა თავშესაფარში შეახვედრა“, – ამბობს ფონდ „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები