რამინ მიქაბერიძეს „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა

19 თeბერვალს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, რამინ მიქაბერიძის 70 წლისადმი მიძღvნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ფოლკლორული მუსიკის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რამინ მიქაბერიძეს სამინისტროს სპეციალური ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლები: „რუსთავი“ (პირველი თაობა), „მართვე“ (პირველი თაობა), „გეორგიკა“, „საგალობელი“, ბათუმის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი, მიქაბერიძეების საოჯახო ანსამბლი, ბავშვთა გაერთიანებული გუნდი („საგალობელი“, „მართვე“, „მძლევარი“, „ერქვანი“, „ბიჭები“) და კახი კავსაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები