ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კეზერაშვილის ცოლის კომპანიას ამოწმებს

  საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მეუღლის, სოფო ჩიქოვანის კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები შევიდნენ. ამავე კომპანიის თანადამფუძნებელი ტელეკომპანია „ტაბულას“ ხელმძღვანელის თამარ ჩერგოლეიშვილის დაა. აღნიშნულ თემაზე ინფორმაციას თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს. „ჩემი დის კომპანიას ჩემს გვერდით სადარბაზოში ჰქონდა ოფისი ნაქირავები და გადაწყვიტეს, რომ ჩემს ბინასთან იყო კავშირში. ჩემი დის კომპანიაში შევიდნენ დღეს დილით. კეზერაშვილის ცოლი და ჩემი და არიან დამფუძნებლები. ალბათ კეზერაშვილზე უნდოდათ კომპრომატი, რა უნდა იპოვონ, არ ვიცი, ყველაფრის აუდიტი გააკეთეს შარშან ამ დროს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ამ საკითხზე განცხადება რამდენიმე წუთში გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები