მერიამ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი ხელახლა წარადგინა

     მერიამ საკრებულოში თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი ხელმეორედ წარადგინა. ბიუჯეტის განხილვა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლო პარასკევს გაიმართება. საკრებულოს უმრავლესობა, ბიუჯეტთან ერთად, მერიისაგან 60 მილიონი ლარის ხარჯვის დეტალებს ითხოვს. უმცირესობის წევრები ოპონენტებს ურჩევენ, მოსახლეობის ინტერესები გაითვალისწინონ და ბიუჯეტი ამჯერად მაინც დაამტკიცონ. საკრებულოს წევრები ხელახლა წარდგენილ დოკუმენტში შეტანილ შესწორებებს ეცნობიან. შეგახსენებთ, რომ საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტი პირველად 2013 წლის 29 დეკემბერს ჩააგდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები