შპს ფოტომეტ-კავკასიის გენერალური დირექტორი დავით ტყეშელაშვილი: სახელმწიფო ძალიან აქტიურად არის ჩართული, რომ განვითარდეს ენერგეტიკა საქართველოში და ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ მიაღწიოს იმ ნიშნულს, როცა ვიქნებით ენერგოდამოუკიდებლები
შპს ფოტომეტ-კავკასიის გენერალური დირექტორმა, დავით ტყეშელაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბიზნესს ასეთი მხარდაჭერა და გვერდით დგომა აქამდე არ ჰქონია და სახელმწიფოს როლი ნამდვილად ძალიან დიდია. სახელმწიფო ძალიან აქტიურად არის ჩართული, რომ განვითარდეს ენერგეტიკა საქართველოში და ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ მიაღწიოს იმ ნიშნულს, როცა ვიქნებით ენერგოდამოუკიდებლები. შესაბამისად, მე როგორც მზის ენერგიის წარმომადგენელი და ჩემი კომპანია, რომელიც ოპერირებს მზის ენერგიის მიმართულებით, ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.