უკრაინული ჯარი ყირიმში სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია

  ყირიმში უკრაინული ჯარის მზადყიფნის გადაწყვეტილების შესახებ, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 6 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურის გადასროლას უკავშირდება.
გვიან ღამით, რუსულმა სადესანატო გემმა ყირიმში დამატებით 700 შეიარაღებული სპეცრაზმელი შეიყვანა.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემის “ნიკოლაი ფილჩენკოვის” მიერ შეყვანილი სამხედროები, სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების შემადგენლობიდან არიან.
სამხედრო დანაყოფები ყირიმის სხვადასხვა რაიონსა და სევასტოპოლში არიან გადანაწილებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები