პოროშენკო: დებალცევოს ტერიტორია უკრაინულმა ჯარმა სრულად დატოვა
დებალცევოს ტერიტორია უკრაინულმა ჯარმა სრულად დატოვა, განცხადება ამასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისი თქმით, უკრაინული სამხედრო ბატალიონი ახლა დონბასშია განლაგებული. უკრაინის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ დღეს, აშშ-ს პრეზიდენტთან საუბრისას საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის მიმართ მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. “მინსკის ხელშეკრულების დარღვევისათვის რუსეთის მიმართ მკაცრი ზომები უნდა გატარდეს”,-განაცხადა პოროშენკომ.