პეტრო პოროშენკო დებალცევოდან უკრაინული ჯარების გაყვანას ადასტურებს
უკრიანის პრეზიდენტმა პეტრე პოროშნკომ დებალცევოდან უკრაინული ჯარების გაყვანა დაადასტურა და განაცხადა, რომ ყველაფერი გეგმიურად მოხდა.
მისივე თქმით, ჯარების გაყვანის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ პროვოკაციაზე საუბარი უკრაინის მხრიდან აღარ არსებობდეს.
“შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს დილით, დებალცევოს რაიონიდან დაიწყო უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფების გეგმიური გაყვანა. ამ ეტაპისთვის, უკრაინული ჯარების 80 %-ზე მეტმა დებალცევოს ტერიტორია უკვე დატოვა”, – განაცხადა პოროშენკომ.