სემენჩენკო იმ გენერლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, ვისმა ქვედანაყოფმაც დებალცევო დატოვა

დებალცევოდან უკრაინის ჯარის გაყვანის მთავარი მიზეზი არა ძალების ნაკლებობა, არამედ მათი სწორად გადანაწილება იყო. პასუხიმგებლობის სიმცირემ და ჯარის არასწორმა მართვამ განაპირობა დებალცევოდან ჯარების გაყვანა, ამასთან დაკავშირებით განცხადება უკრაინის რადას დეპუტატმა და “დონბასის” სამხედრო ბატალიონის გენერალმა სემიონ სემენჩენკომ გააკეთა.
“ჯერ კიდევ სექტემბერში ჩვენ გულუბრყვილო ლეკვები ვიყავით, მაგრამ ახლა მეტი გამოცდილება გვაქვს, გენშტაბის ლიდერი პასუხისგებაში უნდა მისცენ”,- წერს სემენჩენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები