დებალცევოს უკრიანული სამხედრო ბატალიონი “ატო” ტოვებს
უკრაინული სამხედრო ბატალიონი “ატო” დებალცევოდან ჯარების გაყვანას იწყებს. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ლიგა.ნეტ”იუწყება, ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება კონფლიქტის დარეგულირების მიზნით მიიღეს. არსებული ინფორმაციით, “ატოს” სამხედრო ბატალიონი არტემოვსკის ტერიტორიაზე განლაგდება, რადგანაც ამ დროისათვის ის რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ადგილია. “ატოს” პრესცენტრში იუწყებიან, რომ ამ ეტპზე დებალცევოში ჯერ კიდევ 10 -მდე სამხედრო ბატალიონი იმყოფება.