დონეცკში, უკრაინის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გეგმავენ
დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, უკრაინის პრეზიდენტის პრეტრე პოროშენკოს, პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკისა და უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ტურჩინოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გეგმავენ. ამის მიზეზი ქვეყნის უმაღლესი პირების მიერ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შექმნაა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინულ მხარეს დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკებში “ბოევიკებისა” და სეპარატისტული ჯგუფების უკანონოდ შეყვანაც ედებათ ბრალად.