არგენტინაში, კორდობას რეგიონში წყალდიდობის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
არგენტინაში, კორდობას რეგიონში წყალდიდობის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაკარგულად ითვლება,1000-მდე კი ევაკუირებულია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყალდიდობამ საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. მოსახლეობის დიდი ნაწილი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. სამაშველო სამუშაოები რეგიონში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.