პუტინი დატყვევებული ჯარისკაცების განთავისუფლებას უკრაინული ჯარის დანებების სანაცვლოდ გეგმავს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დატყვებული ჯარისკაცების განთავისუფლება და მათი ოჯახებისთვის დაბრუნება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უკრაინული ჯარი იარაღს დაყრის.
“ის, რაც იქ ხდება, ჩვეულებრივი მოვლენაა და ამას მანამდეც მოველოდი. უკრაინული ქვედანაყოფები ალყაში მინსკის სამიტამდე მოექცნენ. მინკის სამიტზე მე ამაზე ვისაუბრე. დატყვევებული ადამიანები თავის განთავისუფლებას შეეცდებიან, ისინი კი, ვინც ეს ჯარისკაცები დაატყვევეს, მათ – შეკავებას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები იარაღს დაყრიან და მათი ზემდგომი პირები ხელს არ შეუშლიან, რომ მათ ეს ძალიან საპასუხსმგებლო გადაწყვეტილება მიიღონ. მეორე მხრივ კი, თუ ეს ასე მოხდა, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერები ხელს არ შეუშლიან ტყვედ ჩავარდნილ ადამიანებს, რომ ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ”, – განაცხადა პუტინმა.