გაეროს უშიშროების საბჭო: დებალცევოში არსებული ვითარება უკიდურესად მძიმეა

დებალცევოში არსებული ვითარება ისევ უკიდურესად მძიმეა, განცხადება ამასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინულმა მხარემ გააკეთა. გაეროში უკრაინის მოვლენებზეც იმსჯელეს და განაცხადეს, რომ რუსეთის დახმარებით ამბოხებულებმა ყველაფერი იღონეს საიმისოდ, რომ დებალცევო ალყაში მოექციათ. რუსეთმა თავის მხრივ კონფლიქტის პროვოცირებაში ევროპა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისის პროვოცირებაში რუსეთს არანაირი ბრალი არ მიუძღოდა და ისინი მხოლოდ დიალოგისკენ მოუწოდებდნენ საზოგადოებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები