მიხეილ სააკაშვილი: მორწმუნე ადამიანი ვარ და მართლა მწამს ღმერთის

მე მართლა ფუნდამენტურად ვარ მორწმუნე ადამიანი და მართლა მწამს ღმერთის, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა რწმენასა და ეკლესიის სახელით მოსაუბრე პირებზეც ისაუბრა. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს ეკლესიას ამოფარებული მორწმუნეები მომრავლდნენ.
“ეკლესიაზე ამდენი სიცრუე ძალიან მაღიზიანებს იმიტომ, რომ მე მართლა ფუნდამენტურად ვარ მორწმუნე ადამიანი. მე მჯერა, რომ ბევრჯერ ღმერთმა გადაგვარჩინა. მე ბავშვობიდან გავიზარდე ასე და მე მართლა მწამს ღმერთის, მაგრამ არ მწამს ბევრი ფარისევლის, ვინც შეფარებულია ანაფორას და რუსეთის სახელით ქადაგებს ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი კინტო. ეკლესიის სახელით გვაწვება ჩვენ და ამ დროს ზუსტად ვიცი, თვითონ არაფრის არ სჯერა, რაზეც ლაპარაკობს. აი, ამ სიყალბესა და სიმართლეს შორის წყდება დღეს ბევრი რაღაც საქართველოში,“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები