უკრაინის სასაზღვრო სამსახურის გემები განგაშის საფუძველზე ზღვაში გადიან

  დაახლოებით 300 შეიარაღებული პირი სევასტოპოლის საზღვაო დაცვის რაზმის ხელში ჩაგდებას ცდილობს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური ავრცელებს. როგორც სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურთან საუბრისას შეიარაღებული სპეცრაზმის მეთაური აცხადებს, საზღვაო ნაწილის დაკავებისას რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მოქმედებს. უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის თქმით, ისინი ყველა კანონიერ ზომას მიიღებენ, რათა სამხედრო ნაწილისა და გემების ვინმეს ხელში ჩაგდება არ დაუშვან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები