ირაკლი ღვინჯილიამ ჟირინოვსკის თანაშემწეც გაქურდა (ვიდეო)


კიკ-ბოქსინგში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპონის ირაკლი ღვინჯილიას ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაულის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. გამოცემა „lifenews.ru“-ს ინფორმაციით, ტიტულოვანმა სპორტსმენმა 2014 წლის დეკემბერში სახელმწიფო დუმას შენობის მახლობლად არსებულ კაფე „კაბინეტში“ ვლადიმერ ჟირინოვსკის თანაშემწეს დიმიტრი სუსარინს საფულე მოჰპარა.
ვიდეო კადრებში ჩანს, რომ კაფეში ღვინჯილია სუსარინს შეჰყვა, გვერდით მაგიდას მიუჯდა და ტანსაცმელი საკიდზე ჩამოკიდა. სწორედ ქურთუკის საკიდზე ჩამოკიდების დროს მან სუსარინს პიჯაკიდან საფულე შეუმჩნევლად ამოაცალა.
მოგვიანებით კამერების ჩანაწერებით ქურდის ვინაობის დადგენა მოხდა, რომელიც როგორც გაირკვა, მოსკოვის სხვა კაფეებშიც მსგავსი სქემებით მოქმედებდა.
ღვინჯილიამ დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მოპარული თანხა უკვე დახარჯა და მის დაბრუნებას ვერ შეძლებდა. ღვინჯილიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიების დასრულებამდე სამართალდამცავებმა სპორტსმენი ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე გაანთავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები