ჰაიტიში, ეროვნული ფესტივალის აღნიშვნის დროს, 12 ადამიანი გარდაიცვალა
ჰაიტიში, ეროვნული ფესტივალის აღნიშვნის დროს მომხდარ ინციდენტს 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჰაიტის კავშირგაბმულობის მინისტრმა როჩილდ ფრანცისმა განაცხადა, რომ შემთხვევა ელექტროსადენების აფეთქებამ გამოიწვია. მან გარდაცვლილების ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველა იმ ადამიანის მკურნალობის ხარჯებს დაფარავდა, ვინც შემთხვევის დროს დაშავდა.