რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიის მიერთებას გეგმავს

აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვარი არ უნდა არსებობდეს, ამასთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა ვლადისლავ სურკოვმა სოხუმში მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრისას გააკეთა.
“დღეს აფხაზეთში შემოსვლისას შევამჩნიე, რომ ფსოუსთან არსებულ საზღვარზე ავტომობილებისა და ქვეითების დიდი რიგია. ამიტომაც უმჯობესი იქნება, თუ ამ საზღვარს საერთოდ მოვხსნით. ჩვენს შორის არ უნდა არსებობდეს საზღვრები. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ახალი ხელშეკრულებით ესეც გათვალისწინებულია”,- განაცხადა სურკოვმა.
დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ ლიდერი რაულ ხაჯიმბა დაეთანხმა სურკოვს და განაცხადა, საზღვრის პრობლემები უახლოეს მომავალში აუცილებლად უნდა გადაიჭრას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები