დებალცევოში 5 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 9 კი მძიმედ დაიჭრა
დებალცევოში გასული ღამის განმავლობაში 5 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 9 კი მძიმედ დაიჭრა. უკრაინის სამხედრო ბატალიონის “ატოს” პრესცენტრში აცხადებენ, რომ მსხვერპლის მიუხედავად, მინსკში გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, პრორუსი სამხედროების მხრიდან საომარი მოქმედებების სიხშირემ საგრძნობლად იკლო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან დღემდე უკრაინული სამხედრო ბატალიონის მიმართულებით პრორუსმა ჯარებმა 164-ჯერ გახსნეს ცეცხლი. “ატოს” გენერალი ანდრე ლისენკო აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებით რუსულ მხარეს უკრაინის პროვოცირება სურს.