შიროკინოს რაიონში 21 უკრაინელი სამხედრო დაჭრეს
დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შიროკინოს რაიონში გასული ღამის განმავლობაში 21 უკრაინელი სამხედრო დაჭრეს. უკრაინული სამხედრო ბატალიონის “ატოს” პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრორუსმა ჯარებმა იმ ტერიტორიებზე მიიტანეს იერიში, სადაც ბატალიონი იყო განლაგებული. ცეცხლი ღამის 1 საათზე გახსნეს. ის 17:30 წუთამდე გრძელდებოდა. მსხვერპლი არ არის.