სამხრეთ კორეამ ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩია
სამხრეთ კორეამ ახალი პრემიერ-მინისტრი ლი-ვან-კუ აირჩია. ამ წუთებში სეულში მისი ინაუგურაციის ცერემონიალი მიმდინარეობს. ახალმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მთავრობაში ყოფნის პერიოდს ის მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას მოახმარს. ამისათვის კი მრავალ რეფორმას გაატარებს. ლი-ვან-კუ 64 წლის არის და კონსერვატიული პარტიის ლიდერია. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ის სამხრეთ კორეაში ადამიანთა უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე აქტიურ დამცველად ითვლებოდა.