თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდა სტუდენტის სიკვდილი დაგმო
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ, მერსენის პროვინციაში, პარასკევს მომხდარი სტუდენტი გოგონას მკვლელობა დაგმო და განაცხადა, რომ 15 წლის გოგონაზე ძალადობა სისასტიკის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება იყო. გოგონას მკვლელს ის სასტიკი განაჩენით ემუქრება.
“გოგონა უდანაშაულო იყო და ის სასტიკად მოკლეს. მსურს გამოვხატო ჩემი პატივისცემა გარდაცვლილი გოგონას მიმართ და დავგმო მისი მკვლელობა. ის, ვინც ეს ჩაიდინა, სასტიკად დაისჯება”,- განაცხადა დავითოღლუმ.