პაკისტანში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ქალაქ ლაჰორეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვმა 10-ს მიაღწია. არიან დაშავებულებიც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი პოლიციის შენობასთან ახლოს მოხდა.
ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო დამონტაჟებული. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა 10-ზე გაცილებით მეტია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს პაკისტანში მომხდარი მესამე აფეთქებაა. იანვრის თვეში შინდშის რაიონში აფეთქებას 60 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, პეშვარის აფეთქებას კი – 20 ადამიანის სიცოცხლე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები