პუტინი დარწმუნებულია, რომ ევროალიანსს დაშლის
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ ევროალიანსს დაშლის, – წერს “უოლ სტრიტ ჯორნალი”.
“მინსკში გაფორმებული შეთანხმება “საშინელებაა”. დოკუმენტში იმდენი ლაფსუსია, რომ რუს სამხედროებს თავისუფლად შეეძლებათ უკრაინის ტერიტორიაზე თარეში და ეს სამუდამოდ გაგრძელდება.”
სტატიაში იმაზეც არის საუბარი, რომ ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც რუსეთთან ღია დაპირისპირებას შეძლებდა, ეს ბრიტანეთი იყო. თუმცა, მან უარი განაცხადა რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლაზე და ყველანაირი პასუხისმგებლობა გერმანიას, ამ შემთხვევაში კი ანგელა მერკელს გადააბარა. სტატიის ავტორი წერს, რომ მოთმინება, რომელსაც ევროპის ქვეყნები რუსეთის წინაშე გამოხატავენ, შესაძლოა, ათწლეულები გაგრძელდეს.