„პუტინ გაეთრიე!”- ბუდაპეშტი რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის წინააღმდეგ გამოდის

უნგრეთის დედაქალაქში შეკრებილმა ათასობით მშვიდობიანმა დემონსტრანტმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბუდაპეშტში გამართული ოფიციალური ვიზიტი გააპროტესტა. მათი განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოლიტიკა, რომელიც რუსეთთან დაახლოებას ისახავს მიზნად, უკრაინის მოვლენების ფონზე უნგრელებისთვის მიუღებელია. საპროტესტო აქციაზე მისულ ყველა დემონსტრანტს ბანერზე ერთი და იგივე ფრაზა ეწერა: “პუტინ გაეთრიე!”.10994649_1546359972282241_569053717_n
“89 წელს ჩვენმა ქვეყანამ უარი განაცხადა დიქტატურაზე. ჩვენ შევცვალეთ სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რის შედეგადაც უნგრეთი დღეს დამოუკიდებელი ქვეყანაა. აქ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და არა ისეთმა დიქტატორმა, როგორიც პუტინია”,- განაცხადა საპოროტესტო აქციის ერთ-ეთმა ორგანიზატორმა იშტვან კოვაჩმა.

 _81052772_025906190-1

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები