აშშ-ში დიდთოვლობის გამო ათასობით ავიარეისი გაუქმდა

აშშ-ში დიდთოვლობის გამო ათასობით ავიარეისი გაუქმდა. ჩრდილოეთ კაროლინაში, ტენესისა და ნიუ-იორკის აეროპორტებში მუშაობა შეფერხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებული ნალექი ფრენისთვის სახიფათო იყო და ფრენების გადადებაც ამან განაპირობა. როგორც “ბი-ბი-სი”იუწყება, რეკორდულად დაბალი ტემპერატურა და ძლიერი თოვლია ატლანტიკის რეგიონსა და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. გარდა ამისა ვაშინგტონის ზოგიერთ სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობის პროცესი შეწყდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება. მეტეოროლოგები ამინდის გაუმჯობესებაზე ჯერ არ საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები