იაპონიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა

იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, 10 კილომეტრის სიღრმეში იგრძნობოდა. თუმცა მანამდე, ცუნამის ტალღები გაჩნდა და მოსახლეობა მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ ინფორმირებული იყო. მიწისძვრა ტოკიოდან დაახლოებით 200 კილომეტრში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ წუთებში, კუნძულ ჰონსიუსზე მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები