ე.წ. „დსრ“-ის მებრძოლებმა რუსი სამხედროები დააკავეს, რომლებმაც დონეცკის დაცხრილვა განახორციელეს (ვიდეო)


ე.წ. „დსრ“-ის მებრძოლებმა რუსი სამხედროებისგან დაკომპლექტებული დივერსიული ჯგუფის წევრები დააკავეს, რომელთაც დონეცკის დაცხრილვა განახორციელეს. ამ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით „unian.net“-ი ავრცელებს.
უკრაინის შსს-ს მინისტრის არსენ ავაკოვის გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შსს-მ 15 თებერვალს, ე.წ. „დსრ“-ის ორ მებრძოლს შორის გამართული სატელეფონო საუბრის ჩაწერა მოახერხა. მათი საუბრიდან ირკვევა, რომ “დსრ“-ის მებრძოლებმა რუსი სამხედროებით დაკომპლექტებული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის წევრები დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები