უკრაინის უშიშროების სამსახურმა პრო-რუსი სეპარატისტების მხრიდან დონეცკის საცხოვრებელ სახლებზე სროლების აუდიო-აღიარება მოიპოვა (ვიდეო)
დღეს უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა მარკიან ლუბკივსკიმ ე.წ. „დსრ“-ის მებრძოლების სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა. როგორც დიალოგიდან ირკვევა, დონეცკში საცხოვრებელ სახლებზე სროლებს დაჯგუფება „ვოსტოკის“ მებრძოლები ახორციელებდნენ.
სატელეფონო საუბარში ერთი აცხადებს, რომ პირადად ნახა წერტილები, საიდანაც „ვოსტოკის“ მებრძოლები ისროდნენ.
„ჩვენები ურტყამენ, მე ვიცი, რომ დონეცკს ყუმბარმტყორცნებიდან ჩვენები ესვრიან. მე ეს ყველაფერი ვიცი“, – ადასტურებს მეორე მოსაუბრე.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი დღეს „იუთუბზე“ არსებულ თავის გვერდზე გამოაქვეყნა.
წყარო: obozrevatel.com