გასული ღამის განმავლობაში დონბასში 5 ადამიანი დაიღუპა, 25 კი – მძიმედ დაიჭრა

გასული ღამის განმავლობაში დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, დონბასის ტერიტორიაზე, იქ, სადაც რუსული სამხედროების ქვედანაყოფებია განლაგებული, პრორუსმა სეპარატისტებმა 112 -ჯერ გახსენეს ცეცხლი. შემთხვევის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა, 25 კი მძიმედ დაშავდა, – განცხადება ამის შესახებ უკრიანული სამხედრო ბატალიონის “ატოს” გენერალმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
მინსკში მიღებული “სამშვიდობო შეთანხმების” მიუხედავად, საომარი მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში მაინც გრძელდება. დღეს დილით “ატოს” პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პრორუსულ ჯარებში გადახალისების პროცესი მიმდინარეობდა და უახლოეს მომავალში ისინი ახალი შეიარაღებითა და ახალი ტექნიკით განაგრძობდნენ საომარ მოქმედებებს. პრორუსული ჯარების საკუთრებაში მყოფი რამდენიმე მძიმე ჯავშანტექიკა დონბასისკენ მიმავალ გზაზეც კი შეამჩნიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები