ყაზახეთის მმართველი პარტია ნურსულთან ნაზარბაევს საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებისკენ მოუწოდებს

ყაზახეთის მმართველი პარტია 74 წლის ნურსულთან ნაზარბაევს საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებისკენ მოუწოდებს. ნაზარბაევი ქვეყნის სათავეში 1989 წელს მოვიდა. ის 26 წელია ყაზახეთის უმაღლესი მთავარსარდალია. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე მოსაზრება არაერთხელ გაჩნდა, თუმცა მმართველი გუნდი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საპრეზიდენტო არჩევნების ვადამდელი ჩატარების აუცილებლობა დადგება, ნაზარბაევი მაინც ხმათა უმრავლესობას დააგროვებს და ხელმეორედ გახდება ყაზახეთის პრეზიდენტი. 2011 წელს ჩატარებულ არჩევნებში მან ხმათა 96 % დააგროვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები