“ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონში სტაბილურობას“
ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია ის, რომ საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა პირადობის მოწმობებითაც შესაძლებელია – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში სტაბილურობას და ხელისუფლების პოზიციაა, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარება მშვიდობიანი გზით მოხდეს. “მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია ის, რომ საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა პირადობის მოწმობებითაც შესაძლებელია. ჩვენ ერთობლივად ვუწევთ ექსპლუატაციას ბათუმის აეროპორტს. ასევე ვმუშაობთ ერთი ფანჯრის პრინციპზე, რომელიც იმედია, მალე ამოქმედდება. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონში სტაბილურობას, აქედან გამომდინარე, რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარებას ვისურვებდით მშვიდობიანი გზით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფარგლებში, მათ შორის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას, ნატოსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიზნით”, – განაცხადა აბდულა გიულიმ.
გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში ხვალ ტაო-კლარჯეთში სტუმრობით დასრულდება.