ხათუნა ბექაური – შრომა, ეს ერთგვარი თერაპიაც არის და თუ მას შემოსავლის წყაროდ აქცევ-კიდევ უკეთესი

ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ ბევრისმთქმელი ინტერვიუ ქალბატონ ხათუნა ბექაურთან. ადამიანთან, რომელიც პროფესიით ფილოლოგია. პედაგოგადაც უმუშავია, თუმცა მცირე ანაზღაურების გამო, ცხოვრების ყველაზე რთულ მონაკვეთში ეკონომიური პირობების გაუმჯობესების მიზნით გამოსავალი საკუთარი შესაძლებლობების საშუალებით უპოვნია. რაც შვილი შეეძინა, მას მერე მარტო ზრდიდა. საკუთარი შრომისმოყვარეობის წყალობით და კეთილი ახლობლების დახმარებით, ბევრი გაჭირვების გადალახვა შეძლო. მას მარტოხელა დედა აღარ ჰქვია. არაჩვეულებრივი სიძე, ქალიშვილი და პატარა ლუკა ჰყავს. ამბობს, რომ ბრძოლა გადარჩენისთვის ცხოვრებამ ასწავლა. იგი საკუთარ საინტერესო ცხოვრებაზე, საყვარელ საქმეზე თავად გვიამბობს.

ცოტა რამ საკუთარ თავზე

დავიბადე ქალაქ რუსთავში. დავამთავრე სულხან–საბას პედაგოგიური ინსტუტი. დაწყებითი კლასების პედაგოგი ვარ სპეციალობით. ხატვა და ძერწვა ბავშვობიდანვე მიყვარდა, თუმცა ჩემი შესაძლებლობები ვერ განვავითარე. საბავშვო ბაღში ვმუშაობდი, შემდეგ სკოლაშიც. ბავშვები მიყვარს ძალიან.  ერთი შვილი მყავს. მეუღლის გარეშე გავზარდე. მეხმარებოდნენ დედა და სიძე-ჩემი დის ქმარი. ისინი რომ არა, შვილი განათლების გარეშე დამრჩებოდა.  მცირე ანაზღაურების გამო,  ძალიან მიჭირდა  და  გაჭირვებამ რა ხელობა არ ამათვისებინა.

როგორ მოხდა  ამ საქმით პირველად  თქვენი დაინტერესება?

მარციპანით შექმნილი ტორტები ინტერნეტში ვნახე. ისეთი სილამაზე იყო, გავოცდი და ძალიან მომინდა მეც გამეკეთებინა. მაშინ კომპიუტერი კარგად არ ვიცოდი, თუმცა წვალებით საიდუმლოს გასაღებს მივაგენი. შემოქმედებითად მივუდექი  საქმეს და ნელ–ნელა  ვითვისებდი რაღაცებს.  ჩემმა შვილმა ჩემი მონდომება რომ დაინახა, შთამბეჭდავი სურპრიზი მომიწყო.   ერთ დღეს მთხოვა პატარა ტორტი გამეკეთებინა, მარციპანით,  არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორი გამოვიდოდა.  გამიხარდა,  ასე რომ დააფასა ჩემი მონდომება. იხტიბარი არ გავიტეხე და საქმიანად შევუდექი  საქმეს. ძალიან მინდოდა ჩემი შვილი  ჩემს შესაძლებლობებში დამერწმუნებინა. დავაფიქსირე, რომ კეთების პროცესს  აპარატით იღებდა.  ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.  გამოვაცხვე ტორტი „გნომი“. სოკოებით გავაფორმე.  ლამაზი გამოვიდა.  ამ ამბიდან  რამდენიმე დღეში, სამსახურიდან დაბრუნებული,  აღფრთოვანებულმა მიმიყვანა კომპიუტერთან და მაჩვენა წერილი, რომელიც ეკუთვნოდა იტალიურ საკონდიტრო „დეიფენბახს“.10612807_925473317486849_125870524864963064_n
გნომი წითელ-თეთრ ფერებში  გამოვძერწე და  სხვადასხვა ზომის სოკოებში ჩავსვი. აღმოჩნდა, რომ  ჩემმა „გნომმა“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ის  საკონდიტრო, რომელსაც ჩემმა ქალიშვილმა, ჩემი სამზარეულოში ფუსუფუსის კადრები  გაუგზავნა  დამწყები მცხობელების კონკურსს აცხადებდა.  სხვა კონკურსანტთა   ნამუშევრებს შორის (სულ  5 ნამუშევარი),  ჩემი ნამუშევარიც შეარჩიეს და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,  როცა კონკურსში გამარჯვებული  მე აღმოვჩნდი.
ამის მერე ჰობი პროფესიად გადამექცა და აგერ მესამე წელი დაიწყო ვეღარ ვისვენებ.  დღე ვმუშაობ ქარხანაში, ღამე კი ვაცხობ. ყველაფერს  იმიტომ  არ გიამბობთ, რომ რეკლამა გავიკეთო. მე  მიყვარს ეს საქმე და შემიძლია ამაზე დაუსრულებლად ვისაუბრო.  ჩემთვის ყველაზე ახლოს, ყველაზე სახალისო  ეს საქმე აღმოჩნდა. კონკურსში ჩემი გამარჯვება ყველასთვის სასიამოვნო სიახლე,  ჩემთვის კი დიდი სტიმული იყო.

რით  იყო გამორჩეული  თქვენი ნამუშევარი?

ნამუშევარი მარტივი იყო, მაგრამ მოეწონათ  ნამუშევრის სისუფთავე, როგორც დამწყების.  საინტერესო მათთვის ისიც აღმოჩნდა , რომ ისეთი ცნობილი საკონდიტრო, როგორიცაა „დიფენბახი“, მეთოჯინეებს ქირაობს ფიგურების გამოსაძერწად.  მცხობელი სხვაა, კრემის სპეციალისტი-სხვა. მე კი ამ ყველაფერს ერთი ვაკეთებ – ტორტსაც თვითონ ვაცხობ  და, როგორც ისინი ეძახიან, მეთოჯინეც მე ვარ.

სამსახურში რა საქმის კეთება გიწევთ?

აზოტის ქარხანაში ვმუშაობ.  სამმართველოში ვარ, საერთო საკითხების დეპარტამენტის სპეციალისტად.  ადრე სოციალური სამმართველო იყო და გვეხებოდა მატერიალური დახმარებები თანამშრომლებზე, ასევე წყალტუბოს  კურორტებზე დასვენება, უფასო სასადილოები და ა.შ. ახალი მფლობელი მოგვივიდა, სახელი შეეცვალა, თორემ საქმე იგივე დარჩა.   

სამსახურს როგორ უთავსებთ,  ამას ხომ დიდი ენერგია ჭირდება?

რა თქმა უნდა, მაგრამ  ფიგურების გამოძერწვის დროს,  კეთების დროს უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ახლაც  ორი  ღამის უძილო ვარ. ყოფილა შემთხვევა, ცხობის გამო, სამი  ღამეც გადამიბამს უძილოდ,  მაგრამ არც სამსახურში  შეუმჩნევიათ  და არც შემკვეთებს.

ყველაზე ხშირად, რომელი  გმირებით ითხოვენ  მშობლები  ბავშვებისთვის დაბადების  დღის  ტორტის გაფორმებას?10991400_925473684153479_1058140268422448888_n

ესენია: ფიფქია, სპაიდერმენი, მაქქვინი,  მიკი და მინი მაუსები,  ბარბი.  მულტფილმი რომ არის „გაყინული“, იქიდან  ელიზას და მის მეგობარს.  ხშირად მთხოვენ ასევე  ჰელოუ კიტის და ბევრ სხვას.

ქართული  მულტფილმის გმირებიდან,  ყველაზე პოპულარული  რომელი გმირია ?

სამწუხაროა, მაგრამ ქართული  მულტფილმის გმირებს  ძალიან იშვიათად მიკვეთავენ.

როგორია შრომის ანაზღაურება, დაეტყო ოჯახს ფინანსურად?  

როგორ გითხრათ, რა თქმა უნდა შემოსავლის წყაროც არის.  მიუხედავად იმისა, რომ  ორი შეკვეთიდან  ხანდახან ორივე ახლობლის არის და მხოლოდ მასალის ფულს ვიღებ,  არის შემთხვევები, მიმართლებს.  მომხმარებელთა რაოდენობა მინდა გავზარდო. ჯერ ეს საქმიანობა ბიზნესად ვერ ვაქციე. ბევრჯერ გადამიწყვეტია თავი დავანებო, მაგრამ საკმარისია ერთი დღე დავისვენო, მაშინვე  მავიწყდება დაღლა.  როცა საინტერესო შეკვეთაა, მირჩევნია გავაკეთო, თუნდაც მასალის ფასად, ოღონდ შემკვეთი არ გამექცეს და ჩემი.  საწვალებელია, ხარისხიანი მასალა, რასაც მხოლოდ საზღვარგარეთ აკეთებენ, ძალიან ძვირია, ჩვენთან  ძირითადად თურქული მასალა შემოაქვთ. გამოვიწერე რამდენჯერმე იტალიური,  ძვირიანი მასალა და ვუფრთხილდები, ფიგურებისთვის ვინახავ.10953374_925473820820132_6030627452351264481_n

“ლუკას ერთხელ  პეპელა გამოვუძერწე და მოეწონა. ახლა როდესაც  მსტუმრობს, მეუბნება, ბებო პეპელები გავაკეთოთ-ო”. რა თანხასაც მაძლევენ,  პატარა ლუკასია. 2 წლის შვილიშვილი მყავს  და ასე ვეუბნები ხოლმე, ბებო ახლა ტორტს გამოვაცხობ და როცა ფულს მომცემენ, მერე გიყიდი სათამაშოებს-მეთქი,  ხოდა ესმის ეს ყველაფერი, იცის რომ ტორტები ლუკასია. სიძე ქალიშვილი როდესაც პატარა ლუკასთან ერთად მსტუმრობენ.

რას ეტყოდით ადამიანებს?

დაბადებისას რაღაცის გამორჩეული ნიჭი აუცილებლად გვეძლევა. ყველა ადამიანი უნდა ცდილობდეს, ძნელბედობის ჟამს საკუთარ თავში გამონახოს ის რესურსი, რაც მას აუცილებლად აპოვნინებს გაჭირვებიდან გამოსავალს. შემოქმედებითი შრომა, ეს ერთგვარი თერაპიაც არის და თუ მას შემოსავლის წყაროდ აქცევ – კიდევ უკეთესი. ჩემს შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა.

ირმა მირზაშვილი

1398311_925473780820136_2966384407586852566_o

1512840_925473394153508_6601654364211585732_n (1)

1617645_925473620820152_4757768003829288911_o

10401343_925473434153504_6593095152226100948_n

10676335_925473567486824_5557755089596715969_n

10866131_925473760820138_8261553939792916400_o

10974543_925473677486813_7875542903516550384_o

10981661_925473584153489_3841382745658371550_n

10995305_925473644153483_5118663375519465630_o

10998243_925473387486842_8084547864043708585_n

11006387_925473517486829_2378837170383677530_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები