შვილი დედის გვამს სახლში ინახავდა

   საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში აღმოჩენილ თ.მ–ს ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 77 წლის თ.მ.-ს გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) აღიძრა და მიმდინარებს საგამოძიებო მოქმედებები.
გავრცელებული ინფორმაციით, მოხუცი ქალბატონის ცხედარს მისივე შვილი რამდენიმე კვირის განმავლობაში საკუთარ სახლში ინახავდა. მოგვიანებით კი, დედის გარდაცვალების ფაქტის შესახებ 36 წლის ნ.მ–მ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს აცნობა.
მოხუცის ცხედარი გუშინ, დაახლოებით 11:00 საათზე აღმოაჩინეს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრის სპეციალისტი ლევან ქინქლაძე მარიდაშვილების ორსულიან ოჯახში სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესამოწმებლად იყო მისული, რა დროსაც მან ფაქტის შესახებ შემთხვევით შეიტყო.
„ვიზიტის დროს ოჯახში მხოლოდ ერთი წევრი – ნ.მ დამხვდა. ვიცოდი, რომ დედასთან ერთად ცხოვრობდა და მის შესახებ ვკითხე. მითხრა, რომ დედამისს ეძინა და იქვე მდგარ ორ საწოლზე მიმითითა, რომელთაგან ერთ–ერთს ნაბდის მსგავსი ქსოვილი ქონდა გადაფარებული. ვთხოვე, ცოტათი გადაწიე მეთქი და გახრწნილი გვამი დავინახე“, – განაცხადა ლევან ქინქლაძემ.
ქინქლაძის განცხადებით, ნ.მ ამტკიცებდა, რომ დედამისმა 4 თებერვალს დაიძინა და 12 მარტს გაიღვიძებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები