ევროკომისია „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების შესაძლო გაყიდვის შედეგებს იძიებს

ევროკომისია სწავლობს რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების, კერძოდ, ევროკავშირში არსებული აქტივების დაგეგმილი გაყიდვის შესაძლო შედეგებს.

ამის შესახებ ევროკომისიის მთავარი პრესსპიკერის მოადგილემ, ოლოფ ჰილმა ბრიუსელში განაცხადა.

ევროკომისია ამჟამად სწავლობს „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების გაყიდვის გავლენას ევროკავშირის ეკონომიკაზე.

„ჩვენ კონტაქტზე ვართ… ყველა წევრ სახელმწიფოსთან, რათა განვმარტოთ „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების შემოთავაზებული გაყიდვის სრული შედეგები. ამ დროისთვის მეტს ვერ ვიტყვით“, – განაცხადა ჰილმა.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას, თუ რატომ არ აწესებს ევროკავშირი სანქციებს „ლუკოილის“ წინააღმდეგ, როგორც ეს შეერთებულმა შტატებმა გააკეთა, ევროკომისიის წარმომადგენელმა გაიხსენა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის 19 სანქციის პაკეტი უკვე მიღებულია, რომლებიც „რუსეთის ეკონომიკის გულს ურტყამს“.

„მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეკონომიკური და სხვა სტრატეგიული ინტერესები აქ, ევროკავშირში. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკური ფაქტორი, რომ ნებისმიერი სანქცია ერთხმად უნდა იქნას მიღებული. ამის საფუძველზე, ჩვენ აქამდე ჩვენს სანქციების პაკეტებში გარკვეული ელემენტები შევიტანეთ ან გამოვრიცხეთ“, – განმარტა მან.

აღსანიშნავია, რომ მანამდე „ლუკოილმა“ განაცხადა, რომ აშშ-ის მკაცრი სანქციების საპასუხოდ, თავის საერთაშორისო აქტივებს შვეიცარიულ კომპანიას მიჰყიდდა.

ბულგარეთის პარლამენტმა პარასკევს, 31 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებში საწვავის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ, მას შემდეგ, რაც აშშ-მა რუსული კომპანია „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები