ჩინეთის განცხადებით, აშშ ქვეყანას „თანასწორ პარტნიორად“ მიიჩნევს

ჩინეთის მთავრობის პოლიტიკურმა მრჩეველმა, დევიდ დაოკუი ლიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის სამხრეთ კორეაში გამართული შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში „გარღვევა“ იყო.

მისი თქმით, შეხვედრის დროს ამერიკის წარმომადგენლებმა ჩინეთი „თანასწორ პარტნიორად“ აღიქვეს.

„ორ ლიდერს შორის გამართული ყველა შეხვედრიდან, ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია – ჭეშმარიტად ისტორიული. ორივე მხარისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პროგრესია აშშ-ის მიერ ჩინეთის, როგორც განსახილველად თანასწორი პარტნიორის აღიარება“, – განაცხადა მან.

როგორც ლიმ აღნიშნა, ქვეყნებს შორის სავაჭრო, ფინანსური და ტექნოლოგიური კონფლიქტები „წვრილმანი საკითხებია“, რომლებიც მოგვარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები