ზელენსკი ხვალ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე სიტყვით გამოვა

ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები 4 ნოემბერს გაფართოების სამიტზე ევროპული ინტეგრაციის მომავალს განიხილავენ.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაგეგმილ ღონისძიებას ონლაინ რეჟიმში შეუერთდება.

„უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 4 ნოემბერს ბრიუსელში Euronews-ის უპრეცედენტო ევროპული გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ევროპის სტრატეგიული გაფართოების პროცესს, მის გამოწვევებსა და სარგებელს, ასევე მომავალ რთულ გზებს განიხილავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოცემის ცნობით, სამიტის დროს Euronews-ი ზელენსკისთან ინტერვიუს ჩაწერს, რათა განიხილოს უკრაინის სტრატეგია მისი მთავარი ეროვნული მიზნის – ევროკავშირში გაწევრიანების მისაღწევად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები