ალექსანდრე ჭიკაიძემ შსს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები დააჯილდოვა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები დააჯილდოვა. მინისტრმა დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც შს სამინისტროში ათი და მეტი წლის განმავლობაში მუშაობენ, „უმწიკვლო სამსახურისთვის“ სამკერდე ნიშანი გადასცა. ამავე დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელმა მინისტრისგან მიიღეს მედალიონები „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.