მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. განცხადებას ამასთან დაკავშირებით პეტრე პოროშენკო დღეს ბელორუსიაში ვიზიტის დროს გააკეთებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, დღის მეორე ნახევარში ის კიევში ბრიფინგს გამართავს და ჟურნალისტებს მისი ახალ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით იქ ამცნობს.