სეპარატისტები დონეცკის ავტოსადგურზე მომხდარ აფეთქებასთან კავშირს უარყოფენ
პრორუსი სეპარატისტები დონეცკის ავტოსადგურზე მომხდარ აფეთქებასთან ყველანაირ კავშირს უარყოფენ. მათი განცხადებით, აფეთქება უკრიანული მხარის მიერ არის ორგანიზებული და მათ მომხდართან დაკავშირებით ბრალი არ მიუძღვით.
“ავტოსადგურზე მომხდარი აფეთქება კარგად დაგეგმილი დივერსია იყო. გამოიყენეს აკრძალული საბრძოლო მასალა, მათ შორის „გრადის“ ტიპის ასაფეთქებელი საშუალებებიც. ჩვენმა სპეციალისტებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყეს და შედეგებს უახლოეს მომავალში გაცნობებთ”,- განაცხადა დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ვიქტორ კუჩკოვმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილის 8 საათზე დონეცკში მდებარე ავტოსადგურზე მომხდარ აფეთქებას 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გარცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველა მათგანი 40 წლამდე ასაკის იყო.