უკრაინის ელჩი გერმანიაში: ნორმანდიის ოთხეულის შეხვედრა „შესამჩნევი შედეგით“ დასრულდა
უკრაინის ელჩი გერმანიაში ანდრეი მელნიკი აცხადებს, რომ ნორმანდიის ოთხეულის 8 -საათიანი შეხვედრა, რომელშიც ოთხი ქვეყნის: უკრაინის, გერმანიის, რუსეთისა და საფრანგეთის წარმოამდგენლები მონაწილეობდნენ, ბერლინში “შესამჩნევი შედეგით” დასრულდა. როგორც საინფორმაციო საშუალება “რია.რუ” იუწყება, აღნიშნულ შეხვედრაზე უკრაინის მოვლენები და მდგომარეობის ნორმალიზების გზებიც განიხილეს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
“ნორმანდიის ოთხეულის ფარგლებში გამართული შეხვედრა 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრა “შესამჩნევი შედეგით” დასრულდა”,-განაცხადა მელნიკმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.