მალაიზიაში, ოპოზიციური პარტიის ლიდერს 5 -წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მალაიზიაში, ოპოზიციური პარტიის ლიდერი ანვარ იბრაჰიმი არატრადიციულ ორიენტაციაში ამხილეს და ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მალაიზიაში არატრადიციული ორიენტაცია კანონით ისჯება და ის 1-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ოპოზიციური პარტიის ლიდერი თავს დამნაშავედ არ თვლის და აცხადებს, რომ მის მიმართ ბრალდება შეთითხნეს. სასამართლო სხდომაზე ის იღიმებოდა და აცხადებდა, რომ უდანაშაულო იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები