ვალერიან საღლიანის ხსოვნის საღამო გაიმართება
11 თებერვალს, 19.00 საათზე საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი (სამების ტაძარი, პირველი სართული) უმასპინძლებს ვალერიან საღლიანის პოეზიის საღამოს. საღამოზე პოეტს გაიხსენებენ მისი მეგობრები და კოლეგები, ოჯახის წევრები. წაიკითხავენ მის ლექსებს და შესრულდება მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. საღამოს ორგანიზატორები არიან: საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი და ლიტერატურული საზოგადოება „ვერკვლისციხელი“. დასწრება თავისუფალია.