ელენე კეკელიას მოხსენება
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში გრძელდება საჯარო შეხვედრების ციკლი.
11 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ელენე კეკელია „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების როლი მეხსიერების ადგილების შექმნაში“- მოხსენებით წარდგება.
რამდენიმე საჯარო მონუმენტისა და დიდუბის პანთეონის მაგალითზე, მომხსენებელი შეეცდება წარმოადგინოს ქ.შ.წ.კ. გამავრცელებელი საზოგადოების როლი მეხსიერების ადგილების ფორმირებაში. სხვადასხვა არქივში მუშაობის შედეგად მოპოვებული უნიკალური მასალა საშუალებას გვაძლევს, გავიაზროთ, თუ რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული საზოგადოების საქმიანობა და რა დატვირთვა ჰქონდა ამ საზოგადოების ძალისხმევით შექმნილ რამდენიმე ხელოვნების ნიმუშს.
მოხსენება ეყრდნობა მკვლევარის სადისერტაციო ნაშრომის ნაწილს (მეოცე საუკუნის მონუმენტების ნარატივების შესახებ), რომელიც სტატიის სახით გამოქვეყნდა ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალში.