ლადო კილასონიას ლექცია გაიმართება

13 თებერვალს, 19:00 საათზე წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ მწერალ ლადო კილასონიას ლექცია „ყველაზე დიდი ვარგი, ანუ ჯორჯ.რ.რ. მარტინი და მისი „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ გაიმართება.
„ლექციაზე ვილაპარაკებ ჯორჯ მარტინის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერაზე“. ჩვენებურად კი „სატახტოთა თამაშებზე“ და შევეცდები ავხნა, რატომ ჩაითრია ამ წიგნმა ამდენი ადამიანი, მათ შორის რეალური პროზის მოყვარულები? რა არის ამ წიგნის მაგია? რატომ არის ის გამორჩეული? ასევე, რა როლს თამაშობენ ლიტერატურაში ისტორიული პარალელები და რა ხიფათები ელით მათ, ვისაც ლიტერატურული ტექსტების გარჩევა და მათი ქვეტექსტების, დამალული შრეების ძიება უყვართ“, – ამბობს ლადო კილასონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები