მარინე კვირკვია: ჩემი საქმე სიყვარულს, სილამაზეს ემსახურება…

იდეა  მოულოდნელად  გაჩნდა. სცადა და გამოვიდა. საკუთარი  ნამუშვრებით პირველად ახლობლებს  ასაჩუქრებდა. კარგად  რომ  დახელოვნდასაქმეს უფრო  სერიოზულად  მიუდგა და ახლა უკვე  მის მიერ  შექმნილ  ორიგინალურ  ჭურჭელს  სხვები  ირჩევენ  საჩუქრადბავშვობაში ექიმების  დაუდევრობით გამოწვეული ტრავმის  გამო  მარინეს  სმენა დაქვეითებული აქვს და მეტყველება  უჭირს, მაგრამ ამას  ხელი არ შუშლია, საკუთარი თავის რეალიზება მოეხდინა. ის  მეტად ჭკვიანი, შრომისმოყვარე, ოპტიმისტი  და მიზანდასახული  ადამიანია. მომავლის გეგმებიც აქვს. თვლის , რომ  ნიჭს, რომელიც  უფლისგან საჩუქრად მიეცა, მოფრთხილება და განვითარება ჭირდება. 

როგორ  გაჩნდა იდეა?

დავიბადე ქალაქ ქუთაისში.  თბილისის მსუბუქი მრეწველობის კოლეჯი დავამთავრე. სპეციალობით მხატვარ   მოდელიორ  დიზაინერი ვარ. ერთ დღეს გაწყვეტილ სამაჯურს ვაახლებდი, მძივების აწყობისას  დამებადა იდეა  საახალწლო სათამაშოები  გამეფორმებინა. კარგი გამოდიოდა, მაგრამ ვხვდებოდი, უკეთესის  მოფიქრებაც  შეიძლებოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ თვალში  მომივიდა ბებიაჩემის ძველი არყის გრაფინი და ჭიქები, მაშინვე შევუდექი  საქმეს.  თეთრი ბისერები შემოვავლე გარშემო  და განსხვავებული ფერის პატარა მძივებიც მივაწებე.  ძალიან ლამაზი გამოვიდა. ამის მერე ჭიქებს, ლარნაკებს,  რისი გაფორმებაც შეიძლებოდა ყველაფერს ვალამაზებდი და სადღესასწაულო დღეებზე  ახლობელი ადამიანებისთვის მიმქონდა საჩუქრებად . ჩემს მიერ ორიგინალურ ნივთებად ქცეული ჭურჭელი ყველას აღფრთოვანებას იწვევდა  და მეც უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი.  შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე,  საყვარელ საქმეს მივყოლოდი. მომესინჯა და  ჩემი პატარა ბიზნესიც ამეწყო. საუკეთესო  ნამუშევრებს გადავუღე ფოტოები და   ფეიბუქის საკუთარ  გვერდზე განვათავსე.  მოლოდინმა გაამართლა. ჩემი ნამუშევრები  სოციალური ქსელის საშუალებით  უცებ გახდა პოპულარული. უკვე ხუთი წელია ამ საქმეს ვაკეთებ, რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ. ადრე ყოველთვის მეფიქრებოდა ჩემს მომავალზე,  რა უნდა გამეკეთებინა. მიხარია,რომ  უკვე ვიცი რა უნდა ვაკეთო. ნაწილობრივ მიზანსაც მივაღწიე.

მოგვიყევით თქვენზე10957689_921567334544114_4349449571478978636_n

ბავშვობაში გადატანილი ტრავმის გამო  (ეს იყო ექიმების დაუდევრობა), სმენადაიქვეითებული ვარ და მეტყველება მიჭირს.  რვა თვის ვიყავი,  როცა  ფილტვების ანთებით მოვხვდი საავადმყოფოში,  სადაც ბევრი ანტიობიოტიკების  მიღების გამო  დისბაქტერიოზი დამემართა, მაგრამ ყველაფერი აქ არ დასრულებულა. ამის შემდეგისევ  გენტამიცინი გამიკეთეს, რამაც გამოიწვია სმენის დაქვეითება.  მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან  ცოცხალი,  ცელქი  და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი.  ხშირად ვეკარგებოდი ხოლმე მშობლებს და უჭირდათ  ჩემი პოვნა.  2 წლის ვყოფილვარ, სურამში რომ ვისვენებდით. ტყეში სეირნობისას უცებ დავკარგულვარ, დიდი ხნის ძებნის შემდეგ  მშობლემა ხის წვერზე ასული მიპოვნეს, საიდანაც ვეღარ ჩამოვდიოდი და ძლივს ჩამოვუყვანივარ მამას. საინტერესო  ჩემი იქ ასვლის მიზეზია  – ციყვს გავკიდებივარ. (იცინის)
ბავშვობიდან მასწავლიდნენ  ტრადიციების  პატივისცემას, მოყვასისადმი სიყვარულს, მიზადასახულობას . მუდამ მომავლის რწმენას მინერგავდნენ. ჩემი ასეთად ჩამოყალიბება  სწორედ  ჩემი მშობლების დამსახურებაა. დაოჯახებული არ ვარ. მყავს მშობლები, ძმა , რძალი და ძმისშვილი ელენე,  რომელიც ძალიან მიყვარს. 

მხოლოდ  სუვენირებს  ამზადებთ  თუ  სამკაულებსაც ქმნით?

ჯერჯერობით მხოლოდ ჭურჭელს, სამკაულები გეგმაში მაქვს, ჯერ დახვეწა მჭირდება. ახალი წლის მოლოდინში ლამაზ–ლამაზ საახალწლო სათამაშოებსაც ვაკეთებ ხოლმე. 

ძირითადად რა მასალას იყენებთ?

ძირითადი მასალა: წიული, ბისერები, მძივები და წებო,  ფაიფური, რომლითაც სხვადასხვა ფიგურებს თავად ვქმნი. ხარისხიანი მასალის არჩევაში ხშირად ძმა მეხმარება.  ჩემი ნამუშვრები თავისუფლად იტანს წყალს და არ ზიანდება რეცხვისას.

როგორია  თქვენი  სამუშაო გარემო ?

ჩემი სამუშაო გარემო აუცილებლად უნდა იყოს მყუდრო და ვმუშაობ განმარტოებული, თუმცა ზოგჯერ როცა მჭირდება, რჩევებსაც ვიღებ ოჯახის  წევრებისგან . ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე დიზაინის  შერჩევაზე, რთული  სამუშაოა, დამღლელი, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვაკეთებ, რადგანაც ეს ნიჭი ღმერთმა მიბოძა და უზომოდ  ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება.  როდესაც  ჩემი ნამუშვრის დასრულებულ ვარიანტს ვუყურებ,  საოცრად ვმშვიდდები და გული სიამაყით მევსება. 10252103_921568041210710_6070590881262168009_n

რას ითვალისწინებთ  შეკვეთისას?

შეკვეთის დროს  ვითვალისწინებ: თუ ვისთან მიაქვთ საჩუქარი, ვისთვის არის განკუთვნილი. მაგალითად, თუ საქორწილო საჩუქარია შავ–თეთრი ფერებით ვაწყობ.  ხშირად არის, რომ ფერებსაც მიკვეთავენ. ხშირად  მე ვურჩევ.

ხომ არ გიფიქრიათ, ვინმეს ასწავლოთ ეს საქმე და დაიხმაროთ კიდეც?

მიფიქრია  და სიამოვნებით გავაკეთებ ამას. მიხარია, რომ ჩემი საქმე სიყვარულს, სილამაზეს ემსახურება და ადამიანებში დადებით ემოციებს იწვევს. 

მომავლის გეგმები.

ჯერჯერობით  სოციალური ქსელებით ვსარგებლობ, როგორც გითხარით,  ძალიან მოსწონთ და სიამოვნებით იძენენ საჩუქრებად. მინდა ჩემი შემოქმედება  უფრო გავამრავალფეროვნო, სამკაულების შექმნაზეც ვიმუშაო . მომავალში ალბათ მაღაზიას გავხსნი.

ის, რაც  კიდევ  გინდოდათ  გეთქვათ.

იმას, რასაც ყოველთვის  გულში ვიკლავდი და არაფერს ვამბობდი, მიხარია, რომ მომეცა საშუალება  ხმამაღლა ვთქვა.  მინდა ჩემი ხალხის სახეზე იმედს, ბედნიერ ღიმილს ვხედავდე… მინდა,  ლაღი, მხიარული სახეებით დადიოდნენ ადამიანები, რომ მუდამ  შეგვეძლოს ერთმანეთის გვერდში დგომა.  გული მტკივა  როდესაც, ვხედავ როგორ გაცივდა ურთიერთობები. ყველას რაღაც პრობლემა გვაქვს, ყველას რაღაც გვტკივა.  მარტო  ვერ ვერევით  და გაერთიანება კი  გვიჭირს. არადა ძალა ხომ ერთობაშია!

ირმა მირზაშვილი

1512308_921567344544113_8910828275117926216_n

10483985_921568217877359_4549816652777778934_n

10498320_921568207877360_8010408424924493166_o

10897902_921567351210779_6729984500109931513_n

10917050_921567311210783_756221134225250689_n

10959540_921567314544116_5451198852983655407_n (1)

10987314_921567347877446_7974372227520796756_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები