უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სააკაშვილი პოროშენკოს მრჩევლად არ დაინიშნება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრინის პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციაზე არ დაინიშნება. ამის შესახებ “კვირას” უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს. ინფორმაცია ამის შესახებ, მართლაც, არსებობდა, მაგრამ ამ ეტაპზე სააკაშვილის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის შესაძლებლობა არ განიხილება”,- განაცხადეს უკრაინის პრეზიდენტის პრესცენტრში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ოლეგ მახნიცკევმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მრჩევლის თანამდებობა დატოვა. იგი 2014 წლის შემდეგ უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. რას იზამს თანამდებობიდან გადაყენებული მრჩეველი, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები