საკრებულოს სხდომაზე დღეს თბილისის ბიუჯეტის პროექტი არ განიხილება
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღეს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი არ განიხილება, რადგან ამ საკითხს შესაბამისი პროცედურები არ გაუვლია, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქუჩებისთვის სახელების შეცვლის, გენგეგმის და მიწის ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. ამასთან, დღეს, 12:00 საათზე საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელზეც განსახილველ საკითხებს დაამტკიცებენ. 14:00 საათზე კი სხდომა თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში გაიმართება.